„მე არ ვარ ყველაზე უარესი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს ისტორიაში. ამავე დროს მე ვარ ერთადერთი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც სასჯელს საპატიმროში იხდის", - აცხადებს გაზეთ „პრემიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი.
მისი თქმით, იგი არ ნანობს რომ მონაწილეობა ვარდების რევოლუციასა და შემდეგომ ქვეყანაში განვითარებულ პროცესებში და მისი პატიმრობა უსამართლოა.
„მე არ ვნანობ, რომ პროცესებში ვმონაწილეობდი. მზად ვარ, ვიყო პატიმრობაში. იმ დროს, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების შეუნიღბავი დევნა მიმდინარეობს, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მე მეკისრება და მზად ვარ, ვაგო პასუხი. თუმცა ვთვლი, რომ ჩემი პატიმრობა უსამართლოა", - აცხადებს მერაბიშვილი.
მერაბიშვილის თქმით, როცა სააკაშვილი დაბრუნდება საქართველოში, სამ თვეში შეძლებს ხელისუფლების დამარცხებას
„მიხეილ სააკაშვილი როდესაც დაბრუნდება საქართველოში, 3 თვეში შეძლებს ამ ხელისუფლების დამარცხებას. ეს ამბავი იცის ივანიშვილმაც და ამიტომ ამ ხელისუფლების ყოველდღიური მიზანი "ნაციონალური მოძრაობის" ინფრასტრუქტურის სრული განადგურებაა. არ არსებობს "ქართული ოცნების" მიერ განხორციელებული არც ერთი ინიციატივა, განცხადება თუ ქმედება, რომელიც მიმართული არ იქნება ერთადერთი ოპონენტის წინააღმდეგ", - აცხადებს ივანიშვილი.
ინტერვიუს სრული ვერსიის გასაცნობად მიყევით ბმულს.