გორის რაიონში გადაუღებელი წვიმის შედეგად სახლები დაიტბორა. წვიმების შედეგად მდინარე ადიდდა, რამაც გორის რაიონის სოფლებს გარკვეული პრობლემები შეუქმნა.
დაზარალდა სოფლები ქიწნისი და რეხა ყველაზე მეტად კი სოფელ კარალეთში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილები დაზიანდა. მდიანრე მეჯუდას კალაპაოტის მიმდებარე სახლები მთლიანად დატბორილია. მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში სარდაფებიდან საკვები პროდუქტების გადარჩენას ცდილობდა.
ქალაქ გორის ქუჩებში მთელი ღამის განმავლობაში ნიაღვები მიედინებოდა.