პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ,,თავისუფალ დემოკრატებს" დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა ,,თავისუფალი დემოკრატები" ევროპულ ტიპის პარტიაა.
,,მთელი ჩვენი გუნდისთვის_,,ქართული ოცნებისთვის" ნამდვილად საამაყოა, რომ ჩვენ ერთად ვაშენებთ ევროპული ტიპის სახელმწიფოს. ერთად ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ურთულეს და საპასუხისმგებლო საქმეს. თქვენ გამორჩეული წვლილი მიგიძღვით იმ წარმატებებში, რომელსაც საქართველომ ევროპასთან და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაახლოების მიმართულებით მიაწია. მე მინდა მადლობა გითხრათ ამ საქმეში გაწეული მუშაობისთვის", _განაცხადა ღარიბაშვილმა და ,,თავისუფალ დემოკრატებს" წარმატება უსურვა.