გირგვლიანის გარდაცვალების უშუალო მიზეზი დადგენილია. სიკვდილი ასფიქსიამ გამოიწვია, - განაცხადა გაზეთ "საქართველო და მსოფლიოსთვის" მიცემულ ინტერვიუში ყოფილმა მთავარმა პროკურომა არჩილ კბილაშვილმა. მისი თქმით, გირგვლიანს სასიკვდილო ჭრილობა ადამიანმა მიაყენა, თუ დაზიანება მან გაქცევის შემდეგ მიიღო და გარდაიცვალა, ეს დადგენილი არ არის და უნდა დადგინდეს.
"უნდა გითხრათ, რომ ყველა საკითხი დეტალურადაა გამოძიებული _ რა ხდებოდა სუფრაზე, ვინ რა ბრძანება გასცა, ვინ ჩაისვა მანქანაში, ვისი დავალება იყო, ციხეში ვინ უქმნიდა დაპატიმრებულებს კომფორტულ პირობებს და რაში გამოიხატებოდა ეს. მაგრამ ის გარემოება, თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია ადამიანის სიკვდილი, გამოძიებით ობიექტურად ჯერ ვერ არის დადგენილი. გამოძიება ამ დროს სასურველს რეალობად ვერ წარმოაჩენს. არავის აქვს უფლება ამ საქმეში ასანთის ღერისოდენა უსწორობა დაუშვას. გირგვლიანის გარდაცვალების უშუალო მიზეზი დადგენილია. სიკვდილი ასფიქსიამ გამოიწვია", - აცხადებს კბილაშვილი.