,,ნაცმოძრაობის" წევრი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ კანონები კონკრეტულ პარტიის ინტერესებს არ უნდა ემსახურებოდეს და და ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია თანაბარპირობებში უნდა მუშაობდეს. ამის შესახებ, ვაშაძემ ,,რადისონში" განაცხადა, სადაც პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხზე მრგვალი მაგიდა მიმდინარეობს.
,,მნიშვნელოვანია, რომ კანონები კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებზე მორგებული არ იყოს და ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა კონკურენტულ გარემოში ამომრჩევლისთვის თავისი კონკურენტული აზრი წარადგინოს. ასევე მნიშვნელოვანია მედიის ჩართულობა_თანაბარი პირობები ყველა პოლიტიკური ძალისთვის", _განაცხადა ვაშაძემ.