პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს გადამწყვეტი ეტაპი აქვს გადასალახი ევროპასთან დაახლოების მიმართულებით. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა ამ პროცესში მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰქონდეს და მოქმედებდეს ადამიანის უფლებათა სფეროში უმაღლესი სტანდარტის სტრატეგიით.
,,წელს გადამწყვეტი ეტაპი გვაქვს გადასალახი ევროპასთან დაახლოების მიმართულებით. ამ გზაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს და მოქმედებდეს ადამიანის უფლებათა სფეროში უმაღლესი სტანდარტის სტრატეგიითა და გეგმით, რომელიც თითოეული მოქალაქის ღირსეული ცხოვრების გარანტი იქნება", _განაცხადა პრემიერმა.