კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრი დავით ზურაბიშვილი უკანონო მიყურადებასთნ დაკავშირებით კანონის გამკაცრებას პოზიტიურად აფსაებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ზურაბიშვილმა საკითხის კომენტირებისას განაცხადა მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური ნება რომელიც ხელისუფლებას უკანონო მიყურადებასთან დაკავშირებით აქვს.
,,თავისთავად ინიციატივა კარგია, სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი. კანონის გამკაცრება უკანონო მიყურადებას ბუნებრივია, ვერც შეამცირებს და ვერც გაზრდის. თუმცა მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური ნება რომელიც ხელისუფლებას უკანონო მიყურადებასთან დაკავშირებით აქვს", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ზურაბიშვილმა.
მისივე განმარტებით, კანონი უკანონო მიყურადებასთან დაკავშირებით ზედმეტად რბილი იყო.
შეგახსენებთ, რომ ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებები შედის რომლის თანახმად, უკანონო მიყურადებისთის სასჯელი 3-დან 7-წლამდე მკაცრდება. აღნიშნულის შესახებ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა.
ჭიკაიძის განცხადებით, პირი რომელის პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს სამართალდამცავ სტრუქტურებს გადასცემს ის პასუხისმგებლობისგან გათვაისუფლდება.