გიგი უგულავა: სამარცხვინოა, როცა შიხიაშვილის ჭკუაზე დადის ღარიბაშვილი და ივანიშვილი
თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა თბილის საკრებულოს მიერ ქალაქის ბიუჯეტის ჩაგდებას ეხმიანება და აღნიშნა, რომ სამარცხვინოა, როცა მოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრები ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი თბილისის საკრებულოს ირაკლი შიხიაშვილის გავლენის ქვეშ არიან.
,,ბიუჯეტთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, ფაქტია, ყველაფერი იქით მიდის, რომ მთავრობას განზრახული აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის, საკრებულოსა და მერიის დათხოვნა არჩვენების წინ. მთავრობაში მე არ ვგულისხმობ ღარიბაშვილს ვგულისხმობ პირველ რიგში ივანიშვილს. პოლიტიკურ ოპონენტებს იშორებ იმის ხარჯზე, რომ მთლიანად თვითმმართველობას აუქმებ, ასეთი რამე არც პუტინს და არც ლუკაშენსკოს არ ჩაუდენია, ამას თუ დავამატებთ იმ დაჭერებს რაც ხდება რეგიონებში, ვგულისხმობ ხონში, გამგებლის დაჭერას, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დაპატიმრებას, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას პირდაპირ გადაწყვეტილი აქვს თვითმმართველობა დაახრჩოს არჩვენების წინ და შემდეგ ფასადური არჩევნები ჩაატაროს. საუბარი თავისუფალ არჩევნებზე ზედმეტია, იმიტომ რომ თავად კონკურენტებს იშორებ და თვითმმართველობას აუქმებ. სამარცვხვინოა, როდესაც შიხიაშვილის ჭკუაზე დადის ივანიშვილი და ღარიბაშვილი, ამ დღეების განმავლობაში მოვისმინე ბრალდება, თითქოს მე ვმართავ ამ პროცესებს. მე მინდა მას, ვისაც პოლიტიკა საერთოდ არ ესმის, ანუ შიხიაშვილს ავუხსნა ერთი რამ, რომ პოლიტიკური საქმიანობა ჩემთვის არავის აუკრძალია და მე მაქვს უფლება და ჩემს კოლეგბთან გავიარო კონსულტაცია და ჩემი რჩევებიც მივცე. ამის ანაოლოგი ბევრია მსოფლიოში, შორს რომ არ წავიდეთ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფილატი მოლდოვეთის, ანალოგიურ პოზიციაში იმყოფება და ეს ჩვეულებრივია, ანომალიური არის ის, რასაც აკეთებს ივანიშვილი, რომელიც ვითომ წავიდა, სამოქალაქო სექტორში გადაბარგდა, სინამდვილეში გაექცა პასუხისმგებლობას და იქიდან მართავს თაავის მარიონეტულ მთავრობას ისე რომ მას ფორმალურად არ აქვს პასუხისმეგბლობა. ეს სწორედ დაუშვებელია და მაქინაციაა. რაც შეეხება როდესაც შენ ღიად ხარ პოლიტიკაში არავის აუკრძალია არც სასამართლოს და არც არავის რომ პოლიტიკური კონსულტაციები გავიაროთ. აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ქალბატონმა სევდიამ, რომ კიდევ ერთხელ სცადოს და მთელი თბილისის ყველა უბანში ხელახლა დაიაროს გამგებლებმა, თვითონ ქალბატონმა სევდიამ, სამსახურის უფროსებმა და კიდევ თავიდან შეადგინოს ბიუჯეტი და წარუდგინოს საკრებულოს. და ეს არის სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს რომ მერია მოწადინებულია რომ ბიუჯეტი დამტკიცდეს და ის უამრავი პრობლემა რაც არსებობს და ბიუჯეტის დაუმკიცებლობის შემთხვევაში კიდევ უფრო გამწავავდება მოგვარდეს", _განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის ბიუჯეტის პროექტი უკვე მეორედ ჩააგდო.