2014 წლის 4 თებერვალს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, აჭარის დასაქმების სააგენტოს და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2013 წლის საქმიანობის ანგარიში და 2014 წლის პროგრამების პრეზენტაცია ხულოს მუნიციპალიტეტში გაიმართა.
შეხვედრაზე გასულის წლის საქმიანობის და მიმდინარე წლის პრიორიტეტების შესახებ ნუგზარ სურმანიძემ ისაუბრა. მინისტრის განმარტებით 2014 წელს უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პირველადი ჯანდაცვის განვითარებაა. ამ მიზნით სამინისტრო ხულოს მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს მაღალი განმავლობის 6 ავტომანქანას გადასცემს, გაიზრდება ექიმების ანაზღაურება 300 ლარით, ტრენინგები ჩაუტარდება ექიმებსა და მედდებს.
2013 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებით ხულოს მუნიციპალიტეტის 3 288 მკვიდრმა ისარგებლა. აქედან 9 პაციენტს დაუფინანსდა ფსიქოსომატური რეაბილიტაციის 23 კურსი, 24 მოქალაქეს გადაეცა სმენის აპარატი, ხუთმა მოქალაქემ მიიღო სავარძელ-ეტლი, 100 წელს გადაცილებულ 14 მოქალაქეს გადაეცა 500-500 ლარი, 2 935 ბავშვს ჩაუტარდა უფასო სამედიცინო გამოკვლევა.