ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მოძრაობა ბლოკირებულია. მათივე ინფორმაციით, ტრანსკავკასიური მაგისტრალის გადაკეტვის გადაწყვეტილება წუხელ იქნა მიღებული და ამ გადაწყვეტილების მიზეზი თოვლის სახით მოსული დიდი ნალექი გახდა.
"უკვე რამდენიმე დღე-ღამეა განუწყვეტლად თოვს. მთაში რამდენიმე ადგილზე ზვავია ჩამოწოლილი, რომელთა მოცულობის რაოდენობა ჯერ ჯერობით უცნობია. ამ დროისათვის ვერც გზის გაწმენდის სამუშაოების დაწყება ხერხდება", _ იუწყება ოსური მხარე.