საქართველოსა და კორეას შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყება იგეგმება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის №26 ბრძანებაშია აღნიშნული, ორ ქვეყანას შორის შეთანხმების ტექსტზე მუშაობა უნდა დაიწყოს, რომელშიც უშუალოდ ჩაერთვებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან
სალუქვაძე და სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს" დირექტორი გურამ ჯალაღონია. როგორც ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებიდან ირკვევა, ქეთევან სალუქვაძეს და გურამ ჯალაღონიას მიენიჭათ უფლებამოსილება, რომ მათ საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის. მათ შესაბამის სახელმწიფო ტერიტორიებსა და მათი სახელმწიფო ტერიტორიების ფარგლებს გარეთ საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, მოლაპარაკებები გამართონ.