ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტსა" და საქართველოს სომელიეთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. "საქპატენტისა" და სომელიეთა ასოციაციის მომავალი თანამშრომლობა ძირითადად მიმართული იქნება ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციისკენ. მხარეები მემორანდუმის ფარგლებში აქტიურად გაცვლიან ინფორმაციას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, განახორციელებენ მიზნობრივ პროექტებს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე და ხელს შეუწყობენ დაინტერესებული პირების ინფორმირებას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თემებზე.
მასალის გამოყენების პირობები