თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით 12 თებერვალს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
,,რადგან ძალიან დიდი ინტერესია თბილისის ბიუჯეტის მიღება, არ მიღებასთან დაკავშირებით მე როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ვნიშნავ რიგგარეშე საკრებულოს სხდომას 12 თებერვალს. სხდომაზე მთავარი საკითხი ბიუჯეტი იქნება და აქვე მოუწოდებ ყველა კომისიის თავმჯდომარეს, ფრაქციის ხელმძღვანელებსა და მერიის შესაბამისის სამსახურის ხელმძღვანელებს შემჭიდროებულ ვადებში, მაქსიმალურად მეტი თანამშრომლობით მივიღოთ სრულყოფილი ბიუჯეტის პროექტი, რომელზეც შეიძლება გვქონდეს კონკერტული მსჯელობა რიგგარეშე სხდომაზე", _განაცხადა შიხიაშვილმა.
მისივე განმარტებით, დღეს საკრებულოში 13:00 საათზე ბიუროს გაფართოებული სხდომა გაიმართება, სადაც გაიმართება მსჯელობა არსებული ვითარების განსამუხტად და ქალაქში სტაბილური სიტუაციის შესაქმნელად.