ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.
სოფელში მედიკოსთა ჯფუფი ამჯერადაც "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ორგანიზებით ჩავიდა.
უფასო გამოკვლევა დაახლოებით 300-მდე ადგილობრივს ჩაუტარდა. მათ უსასყიდლოდ გადაეცათ მედიკამენტებიც.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის ზუგდიდის ორგანიზაციის ორგანიზებით ექიმები რაიონის სხვადასხვა სოფელშიც იმყოფებოდნენ.