პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა ახმეტის რაიონში მდინარეების ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა.
მდინარეები ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოუგვარებელ პრობლემას წლების განმავლობაში წარმოადგენდა.
მდინარე ორვილზე სამოცი მეტრის სიგრძეზე ქვის დამცავი გამბიონები გაკეთდა. ეს არის ჩქარი დინების მდინარე და წვიმების დროს ადიდების შემთხვევაში, ყოველწლიურად 200 ოჯახის საცხოვრებელი სახლების ნაკვეთები იტბორებოდა.
ცისკარიშვილმა ასევე სოფელი მატანიც მოინახულა. პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი მოსახლეობას და რაიონის ექიმებს შეხვდა და მათგან ის პრობლემები მოისმინა, რომლის მოგვარებასაც ისინი ხელისუფლებისგან ითხოვენ.