დღეს, 14 მარტს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა დაიხურება. გამოფენაში მსოფლიოს ტურისტულ კომპანიებთან ერთად საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო და ქართული ტურ-ოპერატორი კომპანიებიც მონაწილეობენ.
გამოფენაზე წარმოდგენილა ის ტურისტული პროდუქცია, რომელიც დაცულ ტერიტორიებზე არსებობს.
ტუროპერატორები კი მსოფლიოს სხვადასხა ტურისტულ კომპანიებთან აფორმებენ კონტრაქტებს.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ ტურისტული კომპანია „ჯეოთრეველის“ დირექტორმა ნინო ჭუმბურიძემ განუცხადა, ბერლინის გამოფენაზე შესაძლებელი გახდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კონტრაქტის გაფორმება მსოფლიოს სხვადასხვა ტურისტულ კომპანიებთან.
„საქართველოში ტურისტული ნაკადების ზრდის მიზნით გაფორმადა რამდენიმე საინტერესო ხელსეკრულება მსოფლიოს წამყვან ტურისტულ კომპანიებთან, რაც შესაძლებელს გახდის სხვადასხვა ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვას. საქართველოს ტურისტული პოტენციალი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოვიზიდით ტურისტები და როგორც საზაფხულო ასევე ზამთრის კორორტებზე დასვენებოის საშუელება“, _ განუცხადა “ჯი-ეიჩენს” ნინო ჭუმბურიძემ.
მასალის გამოყენების პირობები