"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" სოფლის კრების ფორმატით დღეს ზუგდიდის რაიონს მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გიორგი თარგამაძე ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალაბასთუმნის მოსახლეობას შეხვდება და სოფლის პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები ადგილობრივებთან ერთად განიხილა.
"რეალური თვითმმართველობის ასამოქმედებლად აუცილებელია ყველა საჭირბოროტო საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მსჯელობა და პრიორიტეტების მათთან ერთად განსაზღვრა", - აღნიშნა თარგამაძემ.
დღესვე გიორგი თარგამაძე სოფელ კორცხელის მოსახლეობას შეხვდება, ხოლო ხვალ იგი ხობის რაიონის სოფლებს საგვიჩიოს, ახალსოფელს, ბიასა და საჯიჯაოს ესტუმრება.