რუსეთის ვიცე-პრემიერი დიმიტრი კოზაკი რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციებს 2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ კოზაკმა ოლიმპიადის მზადებასთან დაკავშირებით გამართულ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
"არასამთავრობო ორგანიზაციები ნაცვლად იმისა, რომ ეკოლოგიური პრობლემები გადაწყვიტონ, სოჭში მშენებლობებს უშლიან ხელს. ამიტომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას მოვუწოდებ, მეტი კოსტრუქციული პოზიცია იქონიონ. გარემოსთვის ეს უფრო სასარგებლო იქნება", - რუსეთის ვიცე-პრემიერმა, რომელიც 2014 წლის ოლიმპიური თამაშების მომზადებაზე მთავარი პასუხისმგებელი პირია.
კოზაკის გამოსვლას რუსი ეკოლოგები გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ სოჭის ოლიმპიადის ჩაშლა არავის სურს.
რუსი ეკოლოგების განცხადებით, ისინი ოლიმპიური ობიექტების მშენებლობის დროს ჯანსაღი აზრის არსებობისთვის გარემოს დაცვის კანონს იცავენ.
მათივე შეფასებით, ვანკუვერის შედეგების თანახმად, ზედმეტი არ იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ მზადების მთავარ ელემენტს სპორტული ოლიმპიური ობიექტების მშენებლობის დროულად დასრულება წარმოადგენდეს.
შეგახსენებთ, რომ სოჭში ოლიმპიური ობიექტების უმრავლესობის ექსპლუატაციაში შესვლა 2011 წლის დასაწყისისა და 2012 წლის შუა პერიოდისთვის იგეგმება.