„ნატო კავკასიაში აზერბაიჯანის მხრიდან შემოდის" - ზაურ რასულზადეს ამ სტატიას ამ სახელწოდებით ექსპერტ-ანალიტიკური ქსელი „პოლიტ რუსი" აქვეყნებს.
„გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აშშ -ს გეოპოლიტიკური ექსპანსიის ერთ ერთი უმთავრესი მიზანი პოსტსაბჭოთა სივრცე გახდა. მცდელობები აღმოსავლეთისკენ გაფართოვდეს ერთიანი ევროპული ბაზარი და მასში ჩაერთოს „ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები", მჭიდრო კავშირშია უფრო მართომასშტანიან პროექტთან - თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნასთან , რომელიც როგორც ევროკავშირის ქვეყნებს ასევე აშშ-ს მოიცავს", _ წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში არსებითად შეიცვალა დასავლეთის პოლიტიკის პრიორიტეტები სამხრეთ კავკასიაში (და არა მხოლოდ): აშშ, ევროკავშირი და ნატო ცდილობს იქ საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დასრულებით ხელები გაიხსნას ავღანეთში, ასევე შეძლებისდაგვარად მშვიდობიანად მოაგვაროს ირანთან ურთოერთობა მის ატომურ დოსიესთან დაკავშირებით.
ავტორის აზრით, ზუსტად ამ გეოპოლიტიკური ბატალების ყველაზე აქტიურ ფაზაში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბრიუსელში გაეგმზავრა. ვიზიტის ფარგლებში მან ნატოს შტატბ-ბინა მოინახულა სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა.
„აზერბაიჯანი ისწრაფვის მომავალში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახლო და საიმედო პარტნიორი იყოს",_ განაცხადა ალიევმა ნატოს გენმდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„დღეს ჩვენ მომავალი თანამშრომლობის გზა და ამჟამად არსებული კოოპერაციის გარღმავების საკითხები განვიხილეთ. მიხარია, რომ დღეს აქ ვარ. ეს ჩემი მეხუთე ვიზიტია ნატოს შტაბ-ბინაში, რაც ჩვენი ურთიერთქმედების მაღალ დონეზე მეტყველებს",_ განაცხადა ალიევმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ნატოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობას 20 წელი უსრულდება და ამ პერიოდის განმავლობაში ეს ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიუახლოვდა. აზერბაიჯანი მონაწილეობს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ერთობლივ პროგრამებში და მხარს უჭერს ნატოს ძალისხმევას ავღანეთში.
ავტორი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის გავლით ავღანეთში ნატოს სამხედრო ტვირთები მიდის და ის ასევე მონაწილეობს ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მომზადებაში.
ილჰამ ალიევმა ასევე გააკეთა განცხადება ავღანეთის ნაციონალური არმიის ფონდისათის დამატებითი სახსრების გამოყოფის შესახებ.
„ჩვენ უკვე გამოვუყავით ფონდს ერთი მილიონი ევრო და პირობა დავდეთ, რომ კიდევ ერთ მილიონს გამოვუყობთ", _ აცხადებს ალიევი.
„ამასთან ერთად, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ალიანსს აზერბაიჯანის სამხედრო ძალების რეფორმირების მხარდაჭერის გამო, რომლებიც სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან ნატოს სტანდარტებს.
ცნობილია, რომ აშშ, მიმდინარე წლის ბოლოსათვის ავღანეთიდან თავის ჯარს მთლიანად გამოიყვანს, მაგრამ სად წაიყვანს - ინფორმაცია ჯერ ჯერობით ამის შესახებ არ ვრცელდება.
ყველაზე მოკლე და იაფი გზა პაკისტანზე გადის არაბეთის ზღვის პორტებისკენ და შემდგე უკვე იქიდან ყველგან შეგიძლია წახვიდე.
მიუხედავად იმისა, რომ ისლამაბადი გაღიზიანებულია აშშ პაკისტანის ტერიტორიაზე მყოფი თალიბების პოზიციებზე ხშირი დარტყმების გამო ტრანზიტისათვის დერეფანს ის მაინც გახსნის. წინასწარი მოლაპარაკებები უკვე აზერბაიჯანთანაც მიმდინარეობს და უზბეკეთთანაც.
რა თქმა უნდა აზრებაიჯანში, უზბეკეთში ან უკრაინაში ნატოს ჯარების დროებითი ყოფნა მნიშვნელოვანია, მით უფრო იმიტომ, რომ გაურკვეველია თუ რამდენი ხანი იქნებიან ისინი „სტუმრად". როგორც სამხედრო წყაროებიდან ხდება ცნობილი ილჰამ ალიევმა რასმუსენთან სწორედ ეს საკითხი განიხილა", _ წერს ავტორი და ასევე საინტერესოდ მიიჩნევს, ამ დღეებში პარიზში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის ზაკირ გასანოვის ვიზიტს, რომელიც ასევე ამ თემას განიხილავს თავის ევროპელ კოლეგებთან.
„როგორც ცხედავთ, აზერბაიჯანი, ზედმეტი ხმაურისა და სკანდალების გარეშე თანდათან ნატოში ინტეგრაციას ახდენს. ამ იდეამ პოპოულარობა აზერბაიჯანში ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში მიიღო. ხოლო 1994 წელს კი ბაქო უკვე იყო წევრი პროგრამისა „პარტნიორობა მშვიდობისათვის".
მას შემდეგ ნატოს სპეციალისტები ბაქოს სამხედრო დაგეგმარებაში, სამოქალაქო თავდაცვის სისტემის შექმნაში სხვა ამგვარ რაღაცეებში ეხმარებიან. ყოველივე ეს სამხედრო-პოლიტიკური ინფორმაციის გაცვლის სანაცვლოდ ხდება.
განსაკუთრებულ იმედებს ამყარებენ პროგრამაზე „კასპიის მცველი", რომლის შტაბ-ბინა ბაქოსთან ახლოს მდებარეობს. პროგრამა კასპიისპირა ქვეყნებში ნავთობსადენებზე და ნავთობსაწარმოებზე საგანგებო სიტუაციებში, მათ შორის დივერსიების შემთხვევაში ოპერატიული რეაგირების მობილური ჯგუფების ქსელის შექმნას ითვალისწინებს.
აზერბაიჯანი და აშშ დღეისათვის სამხედრო თანამშრომლობის რამდენიმე პროგრამას ახორციელებენ, რომელთა ძირითადი მიმართულება - ნატოს სტანდარტების მიხედვით, ნაციონალური არმიის მოდერნიზება, ჯარზე სრული დემოკრატიული კონტროლის დამყარება, თავდაცვითი დაგეგმარება და თავდაცვითი ბიუჯეტის ფორმირებაა", _ წერს ავტორი.
მისივე თქმით, 1999 წელს აზერბაიჯანელი სამხედროები დახმარებას უწევდდნენ ნატოს კოსოვოში სამშვიდობო ოპერაციის ჩატარების დროს. 2002 წლიდან კი - ავღანეთში. „პარტნიორობა მშვიდობისათვისა" და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს ხაზით, აზერბაჯანი ასევე თანამშრომლობს ნატოსა და სხვა წევრ-სახელმწიფოებთან.
აზერბაიჯანი მონაწილეობს ტერორიზმთან ბრძოლის პარტნიორობის მოქმედების გეგმაში. აზერბაიჯანი და ნატო ასევე ერთოვლივად მუშაობენ ქვეყნის სამხედრო და საზღვაო უსაფრთხოების ამაღლებაზე. განიხილება საკითხი კასპიის აზერბაიჯანულ სექტორში უკანონო საქმიანობის აღკვეთის შესახებაც.
მიუხედავად იმისა, რომ ნატო ეუთოს ხაზით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებულ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში არ მონაწილეობს, ის აქტიურად ინტერესდება ამ საკითხით და ორივე მხარეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
კონფლიქტების დარეგულირების პრინციპი კი ერთ ერთი უმთავრესია ნატოსათვის და მისი წევრობის ერთ ერთი მთავარი პირობაა.
გრძელდება კონსულტაციები სამხედრო დაწესებულებების სტრუქტურისა და სწავლების მეთოდიკის შესახებ და თანამშრომლობა მრავალი სხვა მიმართულებით.
„მაგრამ, დასავლეთი იძულებულია ანგარიში გაუწიოს იმას, რომ რუსეთი კვლავინდებურად ხედავს პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ინტერესების ზონას და აპირებს დაიცვას ეს ინტერესები.
ბრძოლა რუსეთსა და დასავლეთს შორის უკრაინისათვის, მოლდოვისათვის და მთელს სამხრეთ კავკასიისათვის მიმდინარეობს.
უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-მ იმდენად მოახერხა თავისი პოზიციების გამყარება სამხრეთ კავკასიაში, რომ აქ ისეთივე საკვანძო მოთამაშე გახდა, რაც რუსეთი. ტყუილად როდი განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ერევანში, რომ „რუსეთი ამიერკავკასიიდან არასოდეს წავა".
არავინ დაობს იმაზე, რომ აზერბაიჯანისათვის აუცილებელია თავისი უსაფრთხოების გამყარება, მაგრამ ჩრდლოატლანტიკური ალიანსის დახმარებით ამის გაკეთებით ის ალბათ კიდევ ერთ თავისტკივილს მიიღებს.
ანუ, აშშ იბრძვის უპირობო გეოპოლიტიკური აღმატებულებისათვის მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე ბალტიის ნაპირებიდან კავკასიამდე. მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ილჰამ ალიევი ეს ავატიურული მიხეილ სააკაშვილი არ არის, რომელსაც შეუძლია მოხვდეს ხაფანგში, შემდგე კი იცახცახოს იმის არცოდნით თუ როგორ უნდა გადააჩინოს სიტუაცია.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა , სხვა ლიდერებისაგან განსხვავებით საქმით დაამტკიცა, რომ ის ერტგულია თავისი მთავარი ვალდებულებისა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე - აზერბაიჯანი არც გამხდარა და არც დახდება პლაცდარმი და არენა გლობალური გეოპოლიტიკური ჩანაფიქრების რალიზაციისათვის და ის პრაგმატულ პოლიტიკას აწარმოებს.
ის თვლის ყველა ნაბიჯს და წონის ყველა გადაწყვეტილებას. ამიტომაც რუსეთი შეიძლება მშვიდად იყოს მანამდე ვიდრე ხელისუფლების სათავეში ილჰამ ალიევია", _ ნათქვამია სტატიის დასასრულს.