ცაგერის რაიონის ლასერიაშის თემმა, შესაძლოა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს. ამის შესახებ განცადება ცაგერის მაჟორიტარმა დეპუტატმა კარლო კოპალიანმა ბეჭდვით მედიასთან საუბრისას გააკეთა.
კოპალიანის თქმით, მას ეს განცახდება დღეს დაგეგმილ ბრიფინგზე უნდა გაეკეთებინა, თუმცა დაგეგმილის ყველა ტელეკომპანიის მიერ იგნორირება მოხდა და შესაბამისად ჩაიშალა.
კოპალიანი აცხადებს, რომ წყალდიდობის გამო ცაგერის მოსახლეობის მდგომარეობა უმძიმესია. განსაკუთრებით კი ლასერიაშის თემი, სადაც რამდენიმე სოფელია გაერთიანებული და საერთო ჯამში 2 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. მდინარე ცხენისწყალზე არსებული ხიდი, რომელიც ამ თემს აკავშირებს რაიონულ ცენტრთან, არის ამორტიზებული და ამ ხიდმა 7 ადამიანის სიცოცხლე უკვე იმსხვერპლა, მათ შორის ერთი სკოლის მოსწავლის. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან არსებობდა პირობა, რომ ხიდის მშენებლობა დამთავრდებოდა გასული წლის ბოლოს, დღემდე ხიდი არ არსებობს.
ხელისუფელბამ მას შემდეგ რაც კოპალიანმა აღნიშნული საკითხი ბრიფინგზე გაახმოვანა, სასწრაფოდ დაიწყო ხიდის მშენებლობა, მაგრამ ეს იმდენად დაუგეგმავად მოხდა, რომ მშენებლობა დაემთხვა წყალდიდობების სეზონს და ხიდის აშენებული ნაწილი ბოლო დღეებში ადიდებულმა მდინარემ წაიღო.ნ
"დაახლოებით 300 ათასი ლარი წყალმა წაიღო და მაინტერესებს ხელისუფლება ამ ადამიანების ბედით რატომ არ არის დაინტერესებული", - აცხასდებს კოპალიანი. იგი აქცენტს აკეთებს იმ ფაქტზე, რომ აღნიშნული თემის მოსახლეობა იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ უკანასკნელი ზომების მიღებას აპირებენ და თუკი აღნიშნული პრობლემა დაუყონებლივ არ მოგვარდება, ეს თემი ადგილობრივი არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას გეგმავს.
კოპალიანი საუბრობს იმაზედაც, რომ ცაგერის რაიონში ნაპირსამაგრი სამუშაო უხარისხოდ მიმდინარეობს და მილიონობით ლარი, რაც აღნიშნული საკითხი მოგვარებისთვისაა გათვალისწინებული, "კაცმა არ იცის, ვის ჯიბეში მიდის და რაში იხარჯება". სწორედ ამიტომ იგი პარლამენტის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, აღნიშნული პრობლემით დაინტერესდეს და მოსახლეობის მდგომარეობაზე იფიქროს.