„მას შემდეგ რაც საქართველოში რეინტეგრაციის სამინისტრო გაჩნდა, რომელმაც კონფლიქტების დარეგულირების სამინისტრო შეცვალა, ამან უმალვე ნეგატიური რექცია გამოიწვია სოხუმისა და ცხინვალის მხრიდან. მათ უბრალოდ შეწყვიტეს ამ სამინისტროს წარმომადგენლებთან საუბარი", _ აცხადებს „ბი-ბი-სი"-სათვის მიცემულ ინტერვიუში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და აღნიშნავს, რომ „მათთვის ტერმინინი „რეინტეგრაცია" ნიშნავდა იმას, რომ ეს რეგიონები, ხალხის ნების გათვალისწინების გარეშე დანარჩენ საქართველოში იქნებოდნენ რეინტეგრირებულნი".
„ჩვენ სხვა ხედვა გვაქვს, ჩვენ კონფლიქტების გადაჭრა მოლაპარაკებების გზით გვსურს, ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით", _ აგრძელებს ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, „ჩვენ" მოვიხსენით ვარდისფერი სათვალე და რეალურად ვუყურებთ ყველაფერს.
„რეალობა კი ასეთია: საქართველო მიდის ევროპაში, რუსეთი კი კავკასიაში თავის გავლენას კარგავს.
არ ვფიქრობ, რომ აფხაზებმა და ოსებმა ბევრი მოიგეს იმით, რომ რუსეთმა ისინი აღიარა. საქართველო მათ თვითრეალიზაციას სხვა ფორმატში სთავაზობს",_ აცხადებს ზაქარეიშვილი და აღნიშნავს, რომ საქართველო მათ (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - რედ.) სთავაზობს, არაფერი და იქნეს დავიწყებული და მოლაპარაკება სუფთა ფურცლიდან დაიწყოს, იმიტომ, რომ საქართველოში, სინამდვილეში, არსებითად შეიცვალა ხელისუფლება. ის ახლებურად უყურებს, როგორც წარსულს ასევე პერსპექტივას.
„ჩვენ მზად ვართ განვილოთ მრავალი აქტუალური საკითხი კონფლიქტური რეგიონებისათვის - სოციალური და ეკონომიკური.
მაგალითს მოვიყვან: ცხინვალის რეფაქტო ხელისუფლება ხშირად აყენებდა საკითხს ახალგორის რაიონში გაზის მიწოდების შესახებ, იყო რა დარწმუნებული იმაში, რომ თბილისი მათ უარს ეტყვის. როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, მე პირადად განვაცხადე, რომ თანახმა ვარ ამ პროექტზე. აქ უკვე უარი მათ თქვეს",_ აცხადებს ზაქარეიშვილი და აღნიშმნავს: „ჩვენ მზად ვართ გვერდზე გადავდოთ ნებისმიერი საკითხი, რომელიც მიუღებელია ჩვენთვის ან მათთვის, მაგალითად, სტატუსის პრობლემები. ჩვენ შეგვიძლია ის საკითხები განვიხილოთ, რომლებშიც თანხმობის მიღწევა შესაძლებელი იქნება".
ამასთან ერთად, ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ როგორც კი საქართველოს მხრიდან მათ ამგვარი მიდგომა დაინახეს „ისინი უეცრად ჩაიკეტნენ და მთავარ პრობლემებად პოლიტიკური საკითხების დასახელება დაიწყეს. ადრე მათ ეს არ გაუკეთებიათ".
"ყველაფერს დღეს ისინი ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთამნხმების გაფორმებასთან აკავშირებენ. ეს სასაცილოა, იმიტომ, რომ საქართველომ უკვე რამდენჯერმე აიღო თავის თავზე ამგვარი ვალდებულება. პირველად - სარკოზი-მედვედევის შეთანხმების ხელმოწერის დროს, სადაც ეს პუნქტი ნათლადაა განსაზღვრული.
საქართველომ, რუდეთისაგან განსხვავებით, შეასრულა თავისი ვალდებულება და გაიყვანა ჯარი. ევროპელი დამკვირვებლები ადასტურებენ, რომ კონფლიქტის რაიონში საქართველოს სამხედრო ტექნიკა თავმოყრილი არ არის.
მეორედ ეს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, როდესაც პრეზიდენტი იყო. მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ სამხედრო ძალას არ გამოიყენებს. ის ხომ ამას ამბობდა არა სადღაც სამზარეულოში, არამედ ოფიციალური ტრიბუნიდან.
და ბოლოს, 2013 წლის მარტში უკვე ახალმა ხელისუფლებამ მიიღო საპარლამენტო რეზოლუცია, რომელშიც ცალმხრივად აიღო ვალდებულება საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობის შესახებ",_ აცხადებს მინისტრი.
მისივე თქმით, ახლა კი, აფხაზური და ოსური მხარეეების მიერ წამოყენებული მოთხოვნა კიდევ ცალკე დოკუმენტის გაფორმებისა ძალზე არაშორსმჭვრეტელურია.
„ყველასათვის ხომ გასაგებია, რომ საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებას. რომც უნდოდეს მაინც, იქ ხომ რუსეთის ჯარი დგას.
როდესაც ისინი დატოვებენ ამ ტერიტორიებს, მაშინ შესაძლებელი იქნება ამ შეთანხმების გაფორმება. მანამდე კი სხვა საკითხები უნდა განვიხილოთ, სხვა პრობლემები, რომლებიც დაგროვდა და რომლებიც ძალიან ბევრია - ადამიანთა გადაადგილების პრობლემა, გარესამყაროსთან ურთიერთობა, ვაჭრობა და მრავალი სხვა.
ისინი უბრალოდ დროს წელავენ ეს კი ძალიან საზიანოა კონფლიქტების მოწესრიგებისათვის, იმიტომ, რომ თი ასე გაგრძელდა, მაშინ საქართველოს მოსახლეობა და მთელი მსოფლიო იფიქრებს, რომ აფხაზებსა და ოსებს მშვიდობა და მშვიდობიანი პროექტები არ სურთ. და ეს თუ ასეა მაშინ რატომ ვხარჯავთ ძალებს? მათ უნდა ისარგებლონ მომენტით", _ აცხადებს ზაქარეიშვილი და საუბარს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე აგრძელებს.
„საქართველოს პარლამენში პირველი მოსმენა უკვე გაიმართა. სამწუხაროდ, იურიდიული პროცესი ოდნავ გაჭიანურდა, მაგრამ ის მალე დასრულდება. ამ კანონის შერბილება აუცილებელია და ის სწორედ ოკუპაციის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული და არა ხალხის წინააღმდეგ.
იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების გავლით დანარჩენ საქართველოში შემოვიდნენ ციხეში აღმოჩნდნენ. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც არ იცოდნენ იმის შესახებ, რომ საქართველოს კანონმდებლობას არღვევდნენ. მიმაჩნია, რომ მიდგომა უფრო ჰუმანური უნდა იყოს. შესაძლოა იყოს ადმინისტრაციული ჯარიმა, მაგრამ არა დაპატიმრება",- აცხადებს ზაქარეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები