პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საკითხი ცივილიზებულად გადაწყდა. როგორც საკითხის კომენტირებისას მარგველაშვილმა განაცხადა აღნიშნული პროცესი თავიდან ბოლომდე ღია და გამჭვირვალე იყო.
,,ეს არის პროცესი რომელიც სრულიად ღია იყო. საზოგადოება ბოლომდე იღებდა ინფორმაციას და შესაძლებლობა ჰქონდა, ამ პროცესის განხილვაში ჩართულიყო, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ამ ტიპის საკითხები უდგება წინ, მაგრამ ჩვენ ეს საკითხი მოვაგვარეთ ისე როგორც ეს საკითხები განიხილება ევროპაში და ცივილიზებული სამყაროს სხვადასხვა ქვეყნებში", _განაცხადა მარგველაშვილმა ,,იმედის" ეთერში.