,,ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს ილუზია რომ ერთ ფარცხალაძეს მეორით შეცვლიან", _განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივანმა გიგა ბოკერიამ მთავარი პროკურორის გადაწყვეტილების კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, ოთარ ფარცხალაძის გადადგომა გარდაუვალი იყო საზოგადოებრივი აზრის, ლეგიტიმური პოლიტიკური წნეხის და მისი სრული, საფუძვლიანი დისკრედიტაციის გამო.
,,მთავარი პროკურორის გადადგომა აბსოლუტურად გარდაუვალი იყო საზოგადოებრივი აზრის, ლეგიტიმური პოლიტიკური წნეხის და მისი სრული, საფუძვლიანი დისკრედიტაციის გამო, მაგრამ ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია შემდეგი, პირველი_ მისი გადადგომა არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან მის მიერ ჩადენილი ქმედებების გამო. კერძოდ, ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული ის ყაჩაღური და ავაზაკური გაყვანა ოპოზიციის ერთ-ერი ლიდერის ვანო მერაბიშვილის მისი საკნიდან და ზეწოლის მცდელობა. ჩვენ უნდა ვიხილოთ ის ფირები, რომელიც არსებობს და რომელსაც არ გვაჩვენებენ. მეორე რაც ყველაზე მთავარია ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს ილუზია რომ ერთ ფარცხალაძეს მეორით შეცვლიან", _განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურორმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება Gგუშინ გაავრცელა.