,,პარლამენტი სერიოზულ შემოწმებას აპირებს თუ ვინ როგორ გახარჯა დეკემბრის განმავლობაში საბიუჯეტო თანხები", _განაცხადა ჟურნალისტებთან პარალმენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელმაც მედიის წარმომადგენლებთან საკანონმდებლო ორგანოს განვლილი ერთი წელის მუშაობა შეაჯამა.
,,კი არ უნდა გავღიზიანდეთ იმაზე, რატომ სვამს კითხვას ვინმე - სჭირდებოდა თუ არა თუნდაც მთავარ პროკურორს 170 ათასიანი ახალი მანქანა, არ უნდა გავღიზიანდეთ იმაზე, რომ კითხვა ისმება. საჭიროა ამაზე მკაფიო პასუხი. თუ ეს არის სპეციალური ჯავშანმანქანა, რომელიც სჭირდება მთავარ პროკურორს უსაფრთხოებისთვის, მაშინ შეიძლება კიდევ ერთი ამდენია საჭირო, რომ მართლაც უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს. თუ ეს არის დამატებითი კომფორტი, მაშინ აქ სხვა ტიპის კითხვები უნდა დაისვას.
სხვათა შორის, ამ ტიპის ხარჯებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი ძალიან სერიოზულ შემოწმებას აპირებს მის ხელთ არსებული ბერკეტებით იმის თაობაზე, თუ ვინ როგორ გახარჯა დეკემბრის განმავლობაში საბიუჯეტო თანხები", _განაცხადა უსუფაშვილმა.