"მთავარი მიზეზი, რის გამოც არ შეიძლება შევადაროთ დღევანდელი მთავრობა "ნაციონალურ მოძრაობას" არის შემდეგი - ჩვენ ყოველთვის ვამბობთ სიმართლეს. არასდროს ვაკადრებთ მოსახლეობას ვთქვათ ტყუილი. როცა ეს ფაქტი გასაჯაროვდა, ოთარ ფარცხალაძე გამოვიდა და თქვა, რომ დიახ, 14-15 წლის წინ შეემთხვა ინციდენტი, დაადასტურა, რომ ნასამართლევია, კერძოდ, პოლიციელთან მოუხდა ინციდენტი, რის გამოც მას მიესაჯა 1 წელი და 3 თვე, თუმცა რამდენიმე თვეში გათავისუფლდა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღაიბაშვილმა რუსტავი 2-ის გადაცემა „პოზიციაში".
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ყაჩაღობისთვის დაკავებული ადამიანი, რამდენიმე თვეში ციხიდან ვერ გამოვა.
„ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, როცა ადამიანს აკავებენ ყაჩაღობის მუხლით, ის რამდენიმე თვეში ვერ გამოვა. შეიძლება ბრალში სხვა რამე ჩაიწერა, მაგრამ რამდენიმე თვეში გაირკვა და ეს ადამიანი გამოვიდა, არც მისი დეპორტირება მომხდარა და არც გერმანიაში შესვლა აკრძალვია. ჩემი ინფორმაციით, მან რამდენჯერმე მიიღო გერმანიაში შესვლის ვიზაც", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, ბავშვობაში ჩადენილი საქციელის გამო არ შეიძლება ადამიანს პერსპექტივა მოუკლა.