,,პროკურორის წარსულთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს დამაჯერებელი პასუხი უნდა გაეცეს", _განაცხადა ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თემის კომენტირებისას.
ალასანია ოთარ ფარცხალაძის მიმართ ატეხილ აჟიოტაჟს ,,ნაცმოძრაობის" მხრიდან პროკურატურის სისტემაზე პოლიტიკურ თავდასხმას უკავშირებს.
,, ეს არის აშკარა პოლიტიკური თავდასხმა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროკურატურის სისტემაზე. რაც შეეხება კითხვებს, საზოგადოებას აღელვებს შეკითხვები, რომელიც პროკურორის წარსულს ეხება და მივიჩნევ, რომ დამაჯერებელი პასუხი უნდა გაეცეს. მთავრობა ვერ მოექცევა ოპოზიციის პოლიტიკური თავდასხმის ტყვეობაში და ვერ შეაჩერებს და პირიქით, უზრუნველყოფს ყველა საქმის გამოძიებას. აღელვების გარეშე უნდა შევისწავლოთ ეს ბრალდება და გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მივიღოთ. ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები