საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე არის ნასამართლევი და მან სასჯელი გერმანიაში მოიხადა. ამის შესახებ, ღარიბაშვილმა ,,რუსთავი-2"-ის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
,,ფარცხალაძე არის ნასამართლევი, სასჯელი მოიხადა გერმანიაში", -აცხადებს ღარიბაშვილი.
მისივე განმარტებით, მთავარი პროკურორის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი გადაჭარბებულია.
,, მიმაჩნია, რომ მთავარი პროკურორის ირგვლივ ატეხილი ხმაური გადაჭარბებულია", _განმარტავს პრემიერ-მინისტრი.
,,რუსთავი-2", ირაკლი ღარიბაშვილთან ინტერვიუს სრულ ჩანაწერს მაყურებელს 22:00 საათზე შესთავაზებს.