დღეს, 12 მარტს, 14:30 საათზე, ქ. სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, ეროვნული გვარდიის სამხედროების საბრძოლო მომზადების კურსის პირველი ეტაპის დასრულების ცერემონია გაიმართება. ჯარისკაცები ნატოს სტანდარტების შესაბამის სერთიფიკატებს მიიღებენ.
ღონისძიებას ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ არსოშვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.