,,ძალიან გაუგებარი დაკითხვა იყო რომელიც 26 მაისის მოვლენებს ეხებოდა ", _განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მთავარი პროკურატურის დატოვების შემდეგ, სადაც ორი საათის განმავლობაში იკითხებოდა.
,, ამ საკითხთან დაკავშირებით მე მაქვს ჩვენება მიცემული დაცვისთვის და ახლა ეს საქმე სასამართლოშია და როგორც იურისტს შემიძლია გითხრათ, რომ მოსამართლეს აქვს მარტო უფლება დამკითხოს. აქედან გამომდინარე ვისთვის იყო დაკითხვა და რას ემსახურებოდა დრო, მომავალი დღეები გვაჩვენებს. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ვანო მერაბიშვილის უდანაშაულობა", _განაცხადა შაშკინმა.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი შაშკინი მოწმის სტატუსით 26 მაისი მოვლენებთან დაკავშირებით დაიკითხა.