სამოქალაქო სექტორში გადასული საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ის სოჭის ოლიმპიურ თამაშებს არ დაესწრება. ეს განცხადება ივანიშვილმა ჟურნალ „ფორბსისათვის" მიცემულ ინტერციუში გააკეთა თუმცა აღნიშნა, რომ საქართველო ოლიპიადაში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.
„რა თქმა უნდა მონაწილეობას მივიღებთ. ძველ საბერძნეთში ომებიც ჩერდებოდა ოლიმპიადის დროს. ჩვენთან კი ამაზე ისეთი ამბავი ატეხეს. პატარაა ჩვენი გუნდი, მაგრამ მონაწილეობას მივიღებთ. ეს კარგი გზაა შერიგებისათვის",_ აცხადებს ივანიშვილი და აღნიშნავს, რომ თავად ოლიმპიადაზე არ გაემგზავრება.
„ამისათვის მიზეზი უნდა არსებობდეს. არ მიმაჩნია, რომ დღეს ეს მნიშვნელოვანია. აქ მე არასწორად გამიგებენ და რუსეთშიც შესაძლოა არასორად გამიგონ", _ აცხადებს ივანიშვილი.