„ჩვენთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - ეს ტერიტორია არ არის, ეს ადამიანებია. აცხადებს საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალ „ფორბსისათვის" მიცემულ ინტერვიუში.
„იქ ჩვენი ძმები - ოსები და აფხაზები ცხოვრობენ და მე ყოველთვის ვამბობ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დასაბრუნებელია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისათვის. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს მხედველობაში რაღაც ომი. ჩვენ აფხაზები და ოსები უნდა დავარწმუნოთ. ჩვენ გვსურს საქართველო მართლაც ევროპულ ქვეყნად ვაქციოთ, იმისათვის, რომ მათთვის საინტერესო იყოს ჩვენთან ცხოვრება. იმისათვის, რომ მათ გაიგონ, რომ ჩვენთან ისინი უკეთესად იცხოვრებენ, ვიდრე ჩვენს გარეშე და მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით უნდა აღდგეს ურთიერთობა. არავითარი ძალადობა",_ აცხადებს ბიძინა ივანიშვილი და აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთი არ ჩაერევა, „მე ეს განცხადება იმედისმომცემად" მეჩვენა.