,,გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი შესწავლილი უნდა იყოს", _განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა თბილისის მერის გიგი უგულავას საქმის კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, მსგავსი ტიპის ქმედებები სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყნის იმიჯზე.
,, მე არ შემიძლია პროცესის შეფასება, მაგრამ, სერიოზულად შემიძლია განვაცხადო, რომ თვალყურს ვადევნებთ. კარგადაა ცნობილი, რომ ასეთი პროცესები სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყნის იმიჯზე. ჩვენ ძალიან ფრთხილად დავაკვირდებით ამ პროცესს და, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ მის შესახებ. არ ვიცი როგორ არის საქართველოს კონსტიტუციაში, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში როცა არჩეული თანამდებობის პირის გადაყენება ხდება არსებობს სპეციალური პროცედურა რომელსაც იმპიჩმენტი ჰქვია. არ ვარ დარწმუნებული რომ ამის გაკეთება სასამართლოთი შესაძლებელი იყო. მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი გამოკვლუელი იყოს, რადგან არასერიოზულია კანონის უზენაესობაზე ილაპარაკო და ამ დროს რაღაც გააკეთო არაკონსტიტუციური გზით", _განაცხადა დიმიტროვმა.