უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი გიგი უგულავას საქმეზე სასამართლოზე ზეწოლის შესაძლო განხორციელების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
" მე ჯერჯერობით არ მსმენია გარდა ამ განცხადებისა, რომ რაღაც მოხდა. თუკი დადასტურდა, რომ ასეთი რამე განხორციელდა, მე პირადად, უშუალოდ ჩემი პასუხისმგებლობით განვახორციელებ ძალიან მკაცრ კონტროლს იმაზე, რომ შემდგომში ასეთი რამე აღარ მოხდეს. მე არ ვიცი, ვინ დაიწყებს მოკვლევას. მოკვლევის უფლება ვისაც აქვს, მან უნდა დაიწყოს. მთავარია, რომ ჩემამდე მოვიდეს ეს საქმე და მითხრან, დიახ სწორედ ასე მოხდა", - აღნიშნა კუბლაშვილმა.