,, დღევნდელი პოლიტსაბჭოს სხდომა იქნება იმ ვითარების შესაბამისი, რომელიც დღეს პარტიას აქვს", _განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგი წერეთელმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე.
მისივე განმარტებით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით იქნება.
,,აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკური და უპრეცედენტო იყო, როცა ღამით, არჩეულ მერს უფლებამოსილება შეუჩერდა. ეს, რა თქმა უნდა, ახალ რეალობას ქმნის, სამწუხაროს და ჩვენ გვექნება ამაზე მსჯელობა", _განაცხადა წერეთელმა.
შეგახსენებთ, რომ პარტიის ცენტრალურ ოფისში ,,ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც საპარლაემნტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე თავმჯდომარეობს.