,,მადლობა ყველას ვინც ამ მონურ სასამართლოს ქმნიდა რუდუნებით ამდენი წლის განმავლობაში", _წერს სოციალურ ქსელში ,,სამართლიანი არჩევნების" თავმჯდომარე ნინო ლომჯარია საქალაქო სასამართლოს მიერ ქალაქის მერისთვის უფლებამოსილების შეჩერების კომენტირებისას.
,,თუ პირდაპირ არჩეული მილიონიანი ქალაქის მერის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი იმდენად უმნიშვნელოა, რომ მოსამართლე ზეპირი განხილვის ღირსადაც არ თვლის, რა გარანტია მაქვს რომ ჩემი, რიგითი მოქალაქის უფლებებს დაიცავს? მადლობა ყველას ვინც ამ მონურ სასამართლოს ქმნიდა რუდუნებით ამდენი წლის განმავლობაში", -აცხადებს ლომჯარია.