,,გიგი უგულავასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ ნიშანს ვერ ვხედავ", _განაცხადა ჟურნალისტებთან კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ვოლსკიმ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას.
მისვე განმარტებით, ამ ეტაპზე ,,ნაცმოძრაობა" გამოუვალ მდგომარეობაშია.
,,ვერავითარ პოლიტიკურ ნიშანს ვერ ვხედავ. რა ქნან ,,ნაცმოძრაობამაც", მე მგონი გამოუვალ მდგომარეობაში არიან. ასეთ ვითარებაში ,,ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიის, თუნდაც მმართველი პარტიის ასეთ ბრალდებებს რომ დაგიდებენ თუ არ მიდიხარ ვინმემ უნდა გითხრას, რომ წასვლის აუცილებლობა არსებობს", _განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით თბილისის მერს გიგი უგულავას უფლებამოსილება შეუჩერდა.