თბილისის მერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მისი საქმე საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და არ არის გამორიცხული, რომ დღევანდელი სასამართლო პროცესი მისთვის უფლებამოსილების შეჩერებით დასრულდეს.
„მარტივი ამოსაცნობია, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც ენა წინ უსწრებს. წინ გაუსწრო ბესელიას ენამ, როდესაც თქვა, რომ პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა. ენამ წინ გაუსწრიო პრემიერს, როდესაც მთავრობის სხდომაზე მისულ სევდია უგრეხელიძეს მიახალა, რომ ის სულ მალე იქნება მერის მოვალეობის შემსრულებელი. კანონით პირველი ვიცე-მერი ასრულებს მოვალელბას, ეს მოხდა 2 დღის წინ", - განაცხადა უგულავამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოსა და მოსამართლეზე არნახული ზეწოლა ხორციელდება, რომელშიც ცართულია შსს-ს გენინსპექციის ხელმძღვანელი ჯანყარაშვილი, რომელიც პრემიერის ახლო ნათესავია და რეალურად დღეს მინისტრია.
„ჩართულია ჩხენკელი, რომელიც ასევე გენინსპექციაში იყო და კანცელარიის რეგიონული სამსახურის უფროსად დაინიშნა, ასევე ჩართულია ჩხენკელის ძმა, რომელიც ღარიბაშვილის მთავრობის "ხუხაშვილია", რომელიც ყველა ბიზნესში დაძვრება", - განაცხადა უგულავამ და დასძინა, - „ მათი სურვილი ჩემი დაპატიმრებაა. საერთაშორისო სკანდალის თუ სხვადასხვა არგუმენტების გამო, მათ სასამართლოს მოთხოვეს ჩემი თანამდებობიდან გადაყენება ან უფლებამოსილების შეჩერება", - აღნიშნა უგულავამ.
თბილისის მერს, გიგი უგულავას პროკურატურა დიდი ოდენობით თანხების გაფლანგავში ადანაშაულებს. დანაშაული 7-დან 11 წალმდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურად უგულავასთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას და მერის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.