საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის საკითხებზე მსჯელობა უკვე მომდევნო წლის დასაწყისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინსა და საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს შორის გაიმართება. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა რუსულ მედიასთან საუბარში გააკეთა.
„ჩვენ, ანუ მე და აბაშიძეს მსჯელობისათვის აკრძალული თემები არ გვაქვს. ჩვენ ვიხილავთ ყველაფერს, რაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. სავიზო საკითხიც გვაქვს განხილული.
ჩვენ ერთმანეთს მომდევნი წლის დასაწყისში უნდა შევხვდეთ. რა თქმა უნდა ჩვენ სრულად განვიხილავთ იმ პრობლემებს რომლებიც დარჩენილია და იმ შედეგებსაც რომლებსაც ჩვენ მივაღწიეთ. ჩვენ უკვე საკმაოდ ლიბერალიზებული გვაქვს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან",_ განაცხადა კარასინმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი თბილისთან უვიზო რეჟიმის აღდგენის შესაძლებლობას ხედავს და ეს საკითხი ექსპერტების დონეზეა შესასწავლი.