კიევში რუსული დრონი სამხრეთის ხიდის კონსტრუქციას შეეჯახა, რა დროსაც ხიდის ღია მონაკვეთზე მეტროს მატარებელი გადაადგილდებოდა. ამის შესახებ უკრაინული „მე-5 არხი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება.
წინასწარი ინფორმაციით, დრონი ხიდის სავალი ნაწილის მიმდებარედ არსებულ დამცავ მოაჯირს დაეჯახა.
მეტროს მგზავრების თქმით, მათ ძლიერი აფეთქების ხმა და ნათება გაიგეს. ამის შემდეგ ვაგონში კვამლი გაჩნდა.. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვცელდება.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, სამხრეთის ხიდის საყრდენ ნაწილთან დრონის ორი მოხვედრა დაფიქსირდა.
„ამჟამად ხიდზე შეჩერებულია როგორც მეტროს, ისე სახმელეთო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. „კიევავტოშლიახმისტის“ სპეციალისტები დარტყმების შემდეგ ნაგებობის მდგომარეობას ამოწმებენ“, - განაცხადა კლიჩკომ.