სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განმარტებით, მათთვის პოლიტიკურად უფრო მოგებიანი იქნება თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე გამოძიების დაწყება. თუმცა სოზარ სუბარის განმარტებით გამოძიების დასაწყებად აუცილებელია სამართლებრივი საფუძველი.
,, გამოძიების დაწყება უნდა გავყოთ ორ ნაწილად, პოლიტიკური და სამართლებრივი შემადგენელი. პოლიტიკურად ჩვენთვის ძალიან მომგებიანია რომ გამოძიება დაიწყოს და საზოგადოებამ დაინახოს სიმართლე. მაგრამ პროკურატურა პოლიტიკურ შემადგენელზე გამოძიებად ვერ დაიწყებს, მაშ სჭირდება სამართლებრივი საფუძველი. ისინი ვერ ჩაწერენ, რადგან ,,ქართული ოცნება" და ,,ნაციონალური მოძრაობა" გამოძიებას ერთად ითხოვენ, ამიტომ უნდა დავიწყოთ. პროკურატურა თუ მონახავს სამართლებრივ საფუძველს გამოძიებას დაიწყებენ, თუ არადა ვერ ვერ დაიწყებენ. ეს ცალსახაა", _განაცხადა სუბარმა, რომელმაც განმარტება ჩანაწერები გასაჯაროებასთან დაკავშირებითაც გააკეთა.
,, გასაჯაროებას რაც შეეხება, მას აქვს თავისი წესები, ჩემს წინააღმდეგ იქნება საქმე აღსაძრავი თუ მასალებს წესების დარღვევით გავასაჯაროებ. ასე რომ, მასალების გასაჯაროებაც დამოკიდებულია იმაზე რას გადაწყვეტს გამოძიება", _განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებამდე სუბარმა.