გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი მოსკოვს 17 მარტს ეწვევა. იგი მონაწილეობას მიიღებს ახლო აღმოსავლეთის დარეგულირების საერთაშორისო შუამავლების "კვარტეტის" შეხვედრაში. განცხადება ამის შესახებ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტი მოსკოვში 19 მარტამდე გაგრძელდება. ნესტერენკო აცხადებს, რომ ეს გაეროს გენერალური მდივნის მოსკოვში რიგით მესამე ოფიციალური ვიზიტია.
გაეროს გენერალური მდივანი რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევსაც შეხვდება.