იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თბილისის მერის გიგი უგულავას პროკურატურაში დაბარებაში ტრაგიკულს ვერაფერს ხედავს. როგორც საკითხის კომენტირებისას წულუკიანმა განმარტა პროკურატურაში იმ ადამიანებს იბარებენ მოწმის სტატუსით, დასაკითხად, ვისი მისამართითაც კითხვები არსებობს.
,,თუ გამოძიებას კითხვები აქვს, ადამიანებს მოწმის სტატუსით - დასაკითხად იბარებენ, ამაში ტრაგიკულს ვერაფერს მე ვერ ვხედავ", - განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 18 დეკემბერს, 13:00 საათზე, საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით თბილისის მერი გიორგი უგულავა საქართველოს მთავარ პროკურატურაში იქნა დაბარებული.საქმე ეხება ააიპ „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისა" და ააიპ „თბილისის გავნითარების ფონდის" თანამშრომლების მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს.