საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში მიმდინარე პროცესებს შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის 42-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა ხალხის ინტერესების გამომხატველ გადაწყვეტილებას მიიღებს.
,,რაც შეეხება უკრაინაში შექმნილ ვითარებას, დარწმუნებული ვარ, ქვეყნის ხელმძღვანელობა გამონახავს სწორ გზას და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესების გამომხატველი იქნება", _განაცხადა ღარიბაშვილმა.