17 დეკემბერს, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით ესპანეთში გასტროლზე მიემგზავრება.
სპექტაკლები ესპანეთის ქალაქებში - ლეონში, მედინა დელ კამპოში, მურსიასა და სარაგოსაში ჩატარდება.
საბალეტო დასი პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტს „მაკნატუნას" (დამდგმელი ქორეოგრაფი ალექსეი ფადეეჩევი) წარმოადგენს.
გასტროლი ესპანეთში 22 დეკემბერს ქალაქ ტერასაში გამართული გალა-კონცერტით დასრულდება. გალა-კონცერტზე საბალეტო დასი წარმოადგენს ჯორჯ ბალანჩინის „სერენადას," ირჟი კილიანის „ექვს ცეკვას" და სუიტას „მაკნატუნადან". გალა-კონცერტში ნინო ანანიაშვილის გამოსვლაც იგეგმება.