ექსპერტ კახი კახიშვილის შეფასებით, მთავრობამ უნდა დაადგინოს პარამეტრები, რომლითაც ივლიან სახელმწიფო თანამდებობის პირები. როგორც "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე კახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობამ საკუთარი დადგენილებით უნდა განსაზღვროს, რა პარამეტრებში უნდა ჯდებოდეს თანამდებობის პირების სამსახურებრივი მანქანები.
"დაუშვებელია, კონკრეტული ჩინოვნიკების გემოვნებაზე იყოს დამოკიდებული, როგორი სამსახურებრივი მანქანებით ივლიან ისინი და ვის მოსწონს ფუფუნებით ცხოვრება და ვის - არა. ამ თვალსაზრისით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე გამონაკლისი ნამდვილად არ არის. ზოგადად, ის, რაც საქართველოში ხდება, არის ნონსენსი, ვერ ნახავთ, ვერც ერთ ნორმალური ქვეყანას, სადაც სახელმწიფო მოხელეებს ჯიპები ემსახურებიან", - აცხადებს კახიშვილი.