18 დეკემბერს, 19:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში "საახალწლო მუსიკალური შეხვედრების" ფარგლებში ფრანგულ-ქართული კვარტეტი "არპეჯიონეს" კონცერტი გაიმართება.
პროგრამაშია: ბეთჰოვენი, მ.ოძელი, დებიუსი.
ასევე ფესტივალის ფარგლებში კონსერვატორიაში მხატვრების: გოჩა კაკაბაძის და მამუკა შენგელიას, საშობაო ნამუშევრებისა და ბიბლიის ილუსტრაციების გამოფენა-გაყიდვა მომდინარეობს.
საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" 1997 წელს დაარსდა. იგი ყოველწლიურად იმართება დეკემბრის მეორე ნახევარში და ორი კვირა გრძელდება