წყალტუბოს რაიონის სოფლებში ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე ოჯახი დატბორა.
რიონის ადიდების შემდეგ დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სამეურნეო მიწები, წყალი ასევე საჯარო სკოლის შენობაშიც შევიდა. რამდენიმე საათი პარალიზებული იყო ქუთაისი-რაჭა-ლეჩხუმის საავტომობილო გზაც.
ამ დროისთვის გარემოს დაცვის სამინისტროს კომისია დასავლეთ საქართველოში ზარალს ითვლის. ზარალის წინასწარი შედეგები დღეს, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.