ევროკავშირის ეგიდითა და დაფინანსებით 2013 წლის 14 დეკემბერს 19:00 საათზე კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება ბაროკოს მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა", კრისტოფ მაიერი - დირიჟორ, დავით კინწურაშვილი - დირიჟორი, მაგდა უბილავა კლავისინი და პიანოფორტე. კონცერტი ტარდება ევროკავშირის ღონისძიების Cultural Factory ფარგლებში. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
ევროკავშირის ეგიდითა და დაფინანსებით 2013 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ „Art Transfer" საქართველოს სამ ქალაქში მოაწყო მუსიკის ფესტივალი პროექტის "EU Cultural Factory" ფარგლებში. მუსიკალური ფესტივალი გაიხსნა 26 ივნისს ევროპული და ქართული კინომუსიკის კონცერტით ქუთაისში, ლ. მესხიშვილის სახ. დრამატულ თეატრში. კონცერტში მონაწილეობდნენ თამარ გვერდწითელი და მისი ბენდი, თბილისის ბიგ ბენდი და სხვადასხვა ცნობილი ქართველი მომღერალი. ფესტივალის მეორე კონცერტი გაიმართა ბათუმში, ნიკა მაჩაიძის ელექტრონული მუსიკის კონცეპტუალური საღამო - Ambient Music - შავი ზღვის სანაპიროზე მზის ჩასვლისას გაიმართა და მასში მინაწილეობა ნატალია ბერიძემაც მიიღო. ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 14 დეკემბერს გაიმართაბა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.
ორგანიზატორები: არტ ტრანსფერი და Internews Georgia.