დღეს 15.00 საათზე, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაიმართება პრესკონფერენცია, რომლის ძირითადი ნაწილი, ბოლო დროს ლეიბორისტთა ლიდერების მიერ, მხარის გუბერნატორის_ ცეზარ ცოჩელისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინააღმდეგ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ბრალდებებს დაეთმობა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საპასუხო განცხადებას გააკეთებს ყოველივე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ლეიბორისტული პარტიის ლიდერების თქმით, სახელმწიფოებრივ დანაშაულს წარმოადგენს.