წელს დაგეგმილი 6%-იანი ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ 2-3%-მდე შემცირდება, რის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე ბოლო პერიოდში შემცირებულ ინფრასტრუწტურულ პროექტებს მიიჩნევს.
„გასულ წლებში ეკონომიკის ზრდას დიდ წილად მსხვილი ინფრასტრუქტურული პროეტები განაპირობებდა. მაგალითად, პარლამენტის შენობა, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია, იუსტიციის სახლი და ა.შ. რომელთა მშენებლობა ხშირად სახლემწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც კერძო სექტორის ფულით ხდებოდა სხვადასხვა პროექტების განხორციელება. ხელისუფლების პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლის შედეგად კერძო კომპანიები ხშირად მათთვის არამომგებიან პროექტებში დებდნენ ფულს. როდესაც ხელისუფლება შეიცვალა შეწყდა მეწარმეებზე ზეწოლა. შესაბამისად ისინი თავს იკავებენ არარენტაბელურ სფეროებში ინვესტირებისგან, ამას დაემატა ასევე სახელმიწო ინფრასტრუქტურული პროექტების შემცირება, რამაც თავისი ზეგავლენა მშპ-ს ზრდაზეც მოახდინა.
„შექმნილ მდგომარებაში მიმაჩნია, რომ აუცილებელია ისეთი მსხვილი პროექტების განხორციელება, როგორიცაა „ხუდონჰესი", ანაკლიის პორტი და სხვა; რათა მოხდეს ეკონომიკაში თანხების ინვესტირება, რაც ერთის მხრივ დასაქმების ზრდას შეუწყობს ხელს, ხოლო მეორეს მხრივ ეკონომიკის ზრდის მასტიმულირებელი იქნება. ამასთან აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები აშენების შემდგომაც შეიტანენ საკუთარ წვლილს ქვეყნის ეკოპნომიკაში, განსხვავებით პარლამენტის შენობისა თუ პრეზიდენტის რეზიდენციისა, რომლებიც მხოლოდ მშენებლობის პროცესში იძლევიან ეკონომიკურ სარგებელს" - აცხადებს აფბას პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე.